Wednesday, 6 April 2016

საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ( VIII კლ)
მასწავლებელი: თ. ქააძე
გაკვეთილის თემა: გ. ლეონიძე,  ,,მარიტა“ ( შემაჯამებელი მეცადინეობა).
შესავალი:   გ. ლეონიძის მშობლიური კუთხის _ კახეთის ისტორიულ-გეოგრაფიული                         
მიმოხილვა საქართველოს ფიზიკური რუკისა და ფერადი სლაიდების
                     სლაიდების საშუალებით.
ძირითადი ნაწილი:   
 ა) შინაარსის მოკლე მიმოხილვა და პერსონაჟთა დახასიათება ავტორისეული ლექსიკის    გამოყენებით
ბ) ძირითადი პრობლემების დაყენება პერსონაჟთა ფრაზეოლოგიის გამოყენებით
                                    „ რა უნდა უსიყვარულო სიყვარული .... ‘’
                                    „ სად დავკარ და სად გავარდა.... ‘’ და სხვა.
 გ) საზოგადოების გავლენა პიროვნებაზე და პირიქით ( სოფელი და მარიტა, ციციკორე და სოფელი)
დ) ნაწარმოების სამოქალაქო და სამართლებრივი აქცენტები ( თვითგასამართლება, პიროვნების ღირსების შელახვა, პირად საქმეში ჩარევა).

გაკვეთილის მიზანი :  გააღვიძოს მოსწავლეებში პროტესტი უსამართლობის
 და ბოროტების წინააღმდეგ, თანაგრძნობა მართალი და დაჩაგრული ადამიანის მიმართ და გაიგოს თავისი კონსტიტუციური და სამართლებრივი უფლებები.
გამოყენებული რესურსები:  ლიტერატურა ( გ. ლეონიძის ,, ნატვრის ხე“, თ. აბულაძის ფილმი ,, ნატვრის ხე“, ფრაგმენტები საქართველოს ისტორიიდან, საქართველოს ფიზიკური რუკა, კახეთის სოფლების ნინოწმინდის , პატარძეულის და ცივგომბორის ფერადი ფოტოები,  საქართველოს კონსტიტუცია.

დასკვნა :    საჩვენებელმა გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, მოსწავლეებმა აღიქვეს ყველა პრობლემა და გამოთქვეს აზრი დღევანდელობის გათვალისწინებით, გაიგეს თავიანი პიროვნული და კონსტიტუციური უფლებები, გაეცნენ გ. ლეონიძის ლექსიკას და დასახეს ამ პრობლემის გადაჭრის მათეული აღქმა.